აჭარის მთავარი ქალაქი – ბათუმი ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილია საქართველოში. თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, მუზეუმებით, უძველესი პორტით, ზღვისპირა ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, ბოტანიკური ბაღით, დელფინარიუმით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა და კაფეებით, ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა.

25 ყველაზე პოპულარული ადგილი ბათუმში და მის შემოგარენში

batumis-bulvari-batumi-boulevard

10 კმ სიგრძის ზღვის სანაპირო ზოლი და პარკი, სადაც მრავლადაა ბუნგალოები, კაფე-ლაუნჯები, რესტორნები, საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა სახის ფერადი თუ მოცეკვავე შადრევნები. უნიკალური მცენარეებით გაშენებულ ბათუმის ბულვარში შეგხვდებათ საინტერესო სკულპტურები, არქიტექტურული მონუმენტები.

anbanis-koshki-bulvari-alphabet-

130 მეტრი სიმაღლის, ქართული ანბანის 33 ასოიანი კოშკი, დნმ-ის უჯრედის სტრუქტურული მოდელის ანალოგიური. კოშკის წვერში მოწყობილია საინფორმაციო-ტურისტული ზონა, მბრუნავი პანორამული რესტორანი, ღია ტერასა და ობსერვატორია.

batumis-panoramuli-borbali-panor

55 მეტრი სიმაღლის ბათუმის სიმბოლო, ერთერთი ყველაზე კარგი საშუალება ბათუმის ულამაზესი ხედებისა და შენობების დასათვალიერებლად და აღსაქმელად. ბორბალის ერთი წრის გაკეთების ხანგრძლივობა 10 წუთია.

ali-da-ninos-kandakeba-ali-nino-

მდებარეობს ბულვარის დასაწყისში, ფუტურისტული ძეგლის სტილი, რომელიც მოძრაობს და ყოველ 10 წთ-ში ორი ფიგურა, მამაკაცის და ქალის, ერთიანდებიან.

sabagiro-gza-argo-argo-cable-car

გასეირნება ბათუმის ფუნიკულიორზე. გასართობი კომპლექსი გვთავაზობს ქალაქის, შავი ზღვისა და გარშემო მთების უნიკალურ ხედებს. კომპლექსი მოიცავს რესტორნებს, კაფეებს, სავაჭრო ერთეულებს, ღია დარბაზებს, პოდიუმისა და სახურავის ტერასებს.

chachis-koshki-batumi-chacha-tow

ჭაჭის შადრევანი მდებარეობს ბულვარის დასაწყისში, გაცემა უფასო ჭაჭა, ფუნქციონირებს განსაზღვრულ დროებში.

kolonadebi-batumi-bulvari-colonn

არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა, რომელიც 80 წელია ბათუმის ბულვარს ამშვენებს.

batumis-kortsinebis-sakhli-batum

ზვიგენის თვალის ფორმის თანამედროვე ქორწინების სასახლე, შადრევნების მოედანით და ხიდებით.

medeas-kandakeba-evropis-moedani

ბერძნული მითოლოგიის გმირის, კოლხი პრინცესა მედეას მონუმენტი, თავისუფლების მოედანზე, ახლოს ასტრონომიულ საათსა და ნეპტუნის ქანდაკებასთან.

astronomiuli-saati-batumi-astron

ერთ ერთი ქალაქის სიმბოლო, საათი რომელიც აჩვენებს ასტრონომიულ ფიგურებს, დროს მაგივრად.

neptunis-shadrevani-neptunis-kan

5 ფრაგმენტისაგან შემდგარი შადრევანი, რომელთა ცენტრშიც, კვარცხლბეკზე მდგარი, მოოქროვილი ნეპტუნის ქანდაკებაა განთავსებული.

batumis-piatsa-piatsas-moedani-b

ვენეციური მოედნის სან მარკოს ასლი, რესტორანი, სასტუმრო და მოედანი, ყოველ საღამოს უკრავს ცოცხალი მუსიკა.

batumis-delfinariumi-batumi-dolp

საინტერესო პროგრამა დელფინებთან, ასევე დამატებითი საფასურის გადახდის შემდეგ შეგიძლიათ იბანაო დელფინებთან ერთად.

batumis-akvaparki-euro-park-of-b

საცურაო აუზებისა და ატრაქციონების კომპლექსი ბათუმის ზღვისპირა ზოლში.

ghvtismshoblis-shobis-sakhelobis

ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, განსხვავებული არქიტექტურით, რომელიც წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.

batumis-tsminda-nikolozis-sakhel

ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, XIX საუკუნის სამოციან წლებში აშენებული, ოსმალთა ბატონობის დროს, ბათუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

batumis-qovladtsminda-samebis-ta

ბათუმის ცენტრიდან 8 კმ დაშორებით, ახალაგებული ტაძრის ეზოდან ბათუმისა და ზღვის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ტაძრის უკან სამების სახელობის დედათა მონასტერია.

nuris-tba-nuri-geli

ბუნებრივი წარმოშობის ტბა ქალაქის ცენტრში, დელფინარიუმთან, რომლის გარშემოც მდებაორებს 6 მაისის პარკი. მოწყობილია ინფრასტრუქტურა და გასართობი სივრცე.

ardaganis-tba-batumi

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე ტბა, რომელშიც დამონტაჟებულია ფრანგული მუსიკალური მოცეკვავე შადრევანი. ყოველ საღამოს შადრევანი თეატრალურ ფარდას ემსგავსება და მასში საუცხოო ლაზერ შოუ აისახება.

motsekvave-shadrevani-batumi

მოცეკვავე და მომღერალი შადრევნები ბათუმის ბულვარში. პროგრამაში „გედების ტბა“ და მრავალი სხვა შედევრებია.

batumis-sazghvao-navsadguri

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ნავსადგური. ბათუმის ნავსადგურთან მდებაორებს აგრეთვე ბათუმის იახტკლუბი, საიდანაც შესაძლებელია გემით გასეირნება და ბათუმის ხედებით ტკბობა ზღვიდან.

batumis-botanikuri-baghi

მდებარეობს ბათუმიდან 9 კმ დაშორებით. აქ წარმოდგენილია მცენარეთა ათასობით სახეობა. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება იმ თვალსაზრისით, რომ აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები.

gonios-tsikhe

გონიო-აფსაროსის (I საუკუნის) ისტორიული ციხესიმაგრე. გონიოს ციხეში 2010 წლიდან მოქმედებს მუზეუმ-ნაკრძალი, სადაც ძველი წელთაღრიცხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე დათარიღებული ექსპონატები ინახება.

petras-tsikhe-achara

ქობულეთიდან ბათუმისკენ მიმავლებმა ციხისძირში შეგიძლიათ მოინახულოთ. ის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით ააშენა ბერძენმა იოანე სტრატიგოსმა 535 წელს. „პეტრა“ ბერძნულად კლდეს ნიშნავს. ქართულ საისტორიო წყაროებში ის ქაჯეთის ციხედაც იწოდება.

kvariati-shavi-zghva